კარლოს ალკარასი უმბლდონის ნახევარფინალში გავიდა. ესპანელმა მეოთხედფინალში კამერონ ნორი ადვილად, 3:0 დაამარცხა.
ალკარასი სამივე სეტში აღემატებოდა მეტოქეს, რომელსაც 6:2, 6:3, 6:3 აჯობა და მომდევნო ეტაპზეა, სადაც ტეილორ ფრიტცს შეხვდება.
ამერიკელმა კარენ ხაჩანოვის დამარცხება შეძლო. ფრიტცი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და დამსახურებულად 6:3, 6:4, 1:6, 7:6 სძლია.
ორი ნახევარფინალისტი ქალებშიც გაირკვა, სადაც არინა საბალენკამ გერმანელი ლაურა ზიეგმუნდი 4:6, 6:2, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ამანდა ანისიმოვას დაუპირისპირდება, რომელმაც ანასტასია პავლიუჩენკოვა 6:1, 7:6 დაამარცხა.
ორ-ორი მეოთხედფინალი ქალებსა და კაცებში 9 ივლისს გაიმართება.