ფეხბურთი

23:45 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დავიდე ანჩელოტი ბრაზილიური გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

კარლო ანჩელოტის შვილი დავიდე ანჩელოტი „ბოტაფოგოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე გაფორმდა.

დავიდე ანჩელოტის აქამდე დამოუკიდებლად არ უმუშავია, ის მამამისის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. კარლო მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრებში დაინიშნა. შესაბამისად, მამა-შვილი ბრაზილიაში ისევ ერთად იქნებიან.

„ბოტაფოგოდან“ ცოტა ხნის წინ რენატო პაივა დაითხოვეს და დავიდე ანჩელოტიმ სწორედ ის შეცვალა.

0.103067