ლონდონის „ჩელსი“ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტია. ენცო მარესკას გუნდმა ნახევარფინალში „ფლუმინენსე“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
მატჩის გმირი ჟოაო პედრო გამოდგა, 23 წლის ბრაზილიელი ფორვარდი, რომელიც „არისტოკრატებმა“ რამდენიმე დღის წინ „ბრაიტონიდან“ იყიდეს და სულ მეორედ ითამაშა ლონდონელთა რიგებში, პირველად ძირითად შემადგენლობაში.
პედრომ მე-18 წუთზე გახსნა დიდებული გოლით ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი ეფექტური გოლი გაიტანა და სხვაობა გაზარდა. ჟოაო პედრო "ფლუმინენსეს" ფეხბურთელი იყო, 2019 წელს, ინგლისში სწორედ ამ გუნდიდან გადაბარგდა. ბრაზილიელებმა მეტოქეს ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა და დამარცხდა.
„ფლუმინენსესთვის“ ნახევარფინალიც დიდებული შედეგია, არაევროპულ გუნდებში ყველაზე კარგი შედეგიც აჩვენა. „ჩელსი“ კი, ფინალშია და კონფერენს ლიგის შემდეგ კიდევ ერთი ტიტულის მოგებას ეცდება. უნდა ითქვას, რომ ბადეში ლონდონურ გუნდს გაუმართლა, თან ძალიან, პლეი-ოფში „ბენფიკა“, „პალმეირასი“ და „ფლუმინენსე“ ყველაზე ძნელი გზა ნამდვილად არ იყო, ხოლო იქამდე ჯგუფში „ფლამენგოსთან“ წააგო და მეორე ადგილზე გავიდა.
ფაქტია, „ჩელსი“ ფინალშია, სადაც 13 ივლისს, „პარი სენ-ჟერმენს“ ან მადრიდის „რეალს“ შეხვდება. მეორე ფინალისტი 9 ივლისს გაირკვევა.
„ფლუმინენსე“ – „ჩელსი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჟოაო პედრო (18), 0:2 ჟოაო პედრო (56)