ფეხბურთი

1:32 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთი და გერმანია მეოთხედფინალში

ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა - შვედეთი და გერმანია.

C ჯგუფის ფავორიტებმა ორ ტურში მოახერხეს მიზნის მიღწევა. გერმანია დანიასთან აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში შეატრიალა და 2:1 მოიგო. შვედეთს პოლონეთთან არ ჰქონია პრობლემა, 3:0 აჯობა.

შედეგად, 6-6 ქულით შვედეთი და გერმანია მეოთხედფინალში გავიდნენ, ბოლო ტურში ისინი ერთმანეთს პირველი ადგილისთვის შეხვდებიან, შვედეთს ფრეც აწყობს, რადგან ბურთების ბალანსი უკეთესი აქვს.

დანია და პოლონეთი ჯგუფში ჩარჩნენ, ბოლოს ერთმანეთს შეხვდებიან და ტურნირიდან თავაწეული წასვლას ეცდებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094203