ფეხბურთი

2:06 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მალმიოს" მწვრთნელი: "არაფერია გარკვეული, საპასუხო მატჩში უპირატესობის გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ"

„მალმიოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ რიდსტრიომმა „იბერიასთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შვედური გუნდის თავკაცი კმაყოფილი იყო შედეგით, მაგრამ თავისი გუნდის თამაშის ხარისხით ბოლომდე არა:

„კარგი შედეგია. ზუსტად არასოდეს იცი, მეტოქის დონე, მაგრამ ვიცოდით, რომ „იბერია“ სახლის გუნდი იყო და აქ ბევრი თამაში არ წაუგია. მათ ასევე კარგი შედეგები აჩვენეს ევროტურნირებზე ამ სტადიონზე. როგორც ვთქვი, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენს თამაშში არის დეტალები, რომლებიც ნაკლებად მომწონს. მაგალითად არ მომეწონა, რომ თამაშის ბოლოს გოლი გავუშვით, დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა გვეთამაშა. თუმცა, თამაშის წინ ვინმეს რომ ეკითხა, მინდოდა თუ არა ეს შედეგი, ალბათ დადებითად ვუპასუხებდი.

ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო, არაფერია გარკვეული. არ უნდა დავიწყოთ უპირატესობის დაცვაზე ფიქრი, არამედ უპირატესობის გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ და გავაგრძელოთ მეტოქეზე თავდასხმა. ვიცოდით, რომ „იბერიას“ შეტევაში ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავდა, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად გავანეიტრალეთ“, - თქვა რიდსტრიომმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი შვედეთში ერთ კვირაში, 15 ივლისს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე გადავა, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.173255
სარეკლამო ადგილი - 99
X x X