ფეხბურთი

11:10 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

ტურინის „იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩის აგენტებს კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

სერბი ფორვარდი, რომლის კონტრაქტი ძალაში კიდევ ერთი წელია, „იუვეს“ გეგმებში არ შედის. კლუბი უკმაყოფილოა ფეხბურთელის თამაშით და მისი ხელფასი, რომელიც მომდევნო 12 თვის განმავლობაში 12 მილიონი ევროა, ბიუჯეტს მძიმედ აწევს.

ამიტომაც, „იუვე“ ცდილობს მის გაყიდვას, მაგრამ არაფერი გამოსდის, ვლაჰოვიჩმა კლუბს ომი გამოუცხადა და უარს ამბობს წასვლაზე, უნდა, რომ ხელფასი კონტრაქტის ბოლომდე მიიღოს.

საპასუხოდ, „იუვე“ მზადაა მასთან კონტრაქტი გაწყვიტოს და უფასოდ გაუშვას. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად დათანხმდება ფეხბურთელი ამ წინადადებას.

დუშან ვლაჰოვიჩი 2022 წლის იანვარში „ფიორენტინადან“ 80 მილიონ ევროდ გადავიდა „იუვეში“ და 145 მატჩში 58 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08993