ფეხბურთი

10:40 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ნახევარფინალში თამაში დიდი მოტივაციაა, გუნდი მზად არის კიდევ ერთ ფინალში გასასვლელად"

დღეს ხვიჩა კვარაცხელია და "პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ნახევარფინალში თამაში ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, ვფიქრობ გუნდი მზად არის კიდევ ერთ ფინალში გასასვლელად. "რეალთან" თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ადვილი მეტოქე არ არსებობს, გვიხარია, რომ ასეთი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებთ."

"ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი მოტივირებულია და მზად არიან ისტორია დაწერონ. გვაქვს შესაძლებლობა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ მოვიგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იქნება, ჩვენ ფინალში გასასველად ყველაფერს გავიღებთ. ჩაბი ალონსოს "რეალზე" არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ის ჯერ ახლა იწყებს ყველაფერს და მათი თამაშის შესწავლა რთული იქნება. ჩაბი ჯერ კიდევ ტაქტიკების ძიებაშია. ვერ გეტყვით ვინ არის ამ მატჩში ფავორიტი, თუმცა დარწმუნებული ვარ გულშემატკივრები კარგ შეხვედრას იხილავენ." - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენსა" და "რეალს" შორის გამარჯვებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის "ჩელსის" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093622