თანამდროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე ისე მალავს და ასაიდუმლოებს საკუთარ პირად ცხოვრებას, მისი გადამკიდე ბულვარული მედია მუდმივად დიდ ძიებასა და საფიქრალშია. ზოგი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ კილიანი პატარა ასაკიდან სპორტზე სიარულის პარალელურად კერძო კათოლიკურ სკოლაში დადიოდა და მაშინ განუვითარდა ეს ჩაკეტილობა.
პერიოდულად გამოკრთება ხოლმე კილიანის სასიყვარულო ისტორიები ქალებთან, რომელთა შორის განსაკუთრებით პოპულარულია მოდელი ინეს რაუსი და ანნა ენდელი, რომელთანაც მხოლოდ მცირეხნიანი რომანი აკავშირებდა.
ასევე წერდნენ კილიანის რომანზე მოცეკვავე როსა ბერტრანთან და მსახიობ ემა სმიტთან. ამჟამად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ურთიერთობდა ბელგიელ მოდელ სტეფანისთან, მაგრამ ამაზე თავად კილიანი ისევ არ საუბრობს.
მიუხედავად უზომო ცნობადობისა და გლობალური მასშტაბის ინტერესისა მისდამი, კილიან მბაპე თავისი კარიერით, ბიზნესითა თუ საქველმოქმედო საქმიანობით, ცდილობს, დაიცვას ბალანსი პოპულარობასა და ნორმალურ ცხოვრებას შორის. იგი აქტიურად მონაწილეობს პარიზის მოდის კვირეულებში და თანამშრომლობს ცნობილი ბრენდებთან, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბარს ყველაფერი ურჩევნია.