ფეხბურთი

12:55 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანჩოსა და "იუვენტუსს" შორის მოლაპარაკებები გრძელდება

25 წლის ინგლისელ ფეხბურთელს ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერის" დატოვება სურს და ეს არ ახალი ამბავია. მისი გადაბირებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული, თუმცა პრობლემა ინგლისელის მაღალი ხელფასია.

როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, სანჩოს იტალიაში თამაში ძალიან უნდა და ხელფასის შესამცირებლად მზადაა, თუმცა "იუვენტუსი" 6 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, ინგლისელის ხელფასი კი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონს აჭარბებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით მოლაპარაკებები გრძელდება და ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სანჩო "მანჩესტერში" 2021 წელს 71 მილიონი ბუნტის სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო, ბოლოს ინგლისელი იჯარის წესით "ჩელსიში" თამაშობდა, სადაც 42 მატჩში თავი 5 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087882