UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვკი ჟურნალისტებს ესაუბრა, სადაც ილია თოფურიასთან გამართული ორთაბრძოლა გაიხსენა. მისი თქმით, ეს ბრძოლა ნაადრევად აიღო, რის გამოც ოქტაგონზე მისი შესაძლებლობები ვერ ანახა.
"ვფიქრობ, რომ ილიასთან ბრძოლა ნაადრევად ავიღე. იმ დაზიანების გამო ჯობდა დიდი დრო დამესვენა, რადგან ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. ამით ილიას წარმატებას და მიღწევებს არ ვაკნინებ, ის შესანიშნავი ადამიანი და მებრძოლია. უბრალოდ ყველამ ვნახეთ დიეგო ლოპესთან რაც მოხდა, რადგან თოფურიასთან წაგების შემდეგ, დიდი დრო მქონდა ძალების აღსადგენად და ბრძოლის გასამართად 100%-ით მზად ვიყავი."
"რაც თოფურიამ გააკეთა ქება ეკუთვნის, თუმცა ჩემი ჩხუბი არ მიჩვენებია და ოქტაგონზე ჩემი შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინე. არავინ ვიცით რა შედეგი იქნებოდა, მაგრამ ზუსტად ის უნდა გემეკეთებინა, რაც ლოპესთან ჩხუბამდე გავაკეთე, უნდა დამესვენა შესაბამისად და ჩხუბს ისე დავთანხმებოდი." - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი 2024 წლის 18 თებერვალს მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.