ფეხბურთი

14:10 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენი" - "რეალი" სავარაუდო შემადგენლობები ცნობილია

დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართება, სადაც ერთმანეთს მადრიდის "პარი სენ-ჟერმენი" და "რეალი" დაუპირისპირდებიან.

ავტორიტეტული გამოცემები გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპე კვლავ ძირითადს მიღმა რჩება, რომელსაც ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელია, ქართველი მატჩს ძირითად შემადგენლობიდან დაიწყებს.

"პარ სენ-ჯერმენი" - "რეალი" სავარაუდო შემადგენლობები:


პსჟ - დონარუმა, მენდეში, ბერალდო, მარკინიუოსი, ჰაკიმი, რუისი, ვიტინია, ნევეში, კვარაცხელია, დუე, დემბელე.

"რეალი" - კურტუა, რუდიგერი, ფრან გარსია, არნოლდი, ასენსიო, ჩუამენი, ბელინგემი, ვალვერდე, არდა გულერი, ვინისიუსი, გონსალო გარსია.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენსა" და "რეალს" შორის გამარჯვებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის "ჩელსის" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163522