ფეხბურთი

15:30 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლეანდრო პარედესი კარიერას მშობლიურ კლუბში გააგრძელებს

31 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ლეანდრო პარედესი "რომადან" კარიერას მშობლიურ კლუბ "ბოკა ხუნიორსში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელს ბუენოს აირესში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 3.5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც "ბოკაში" 2028 წლის ბოლომდე დარჩება.

ცნობისთვის, ლეანდრო პარედესი "ბოკას" აღზრდილია, მან 2010-2013 წლებში არგენტინული კლუბის მაისურით 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლით გამოიჩინა.

პარედესმა გასულ სეზონში "რომას" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 44 მატჩში ითამაშა და 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094866