ცნობილმა გამოცემა ESPN-მა UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა.
გამოცემამ გამოკითხვა განვლილი 6 თვის შედეგებით ჩაატარა, სადაც გულშემატკივართა ხმების ყველაზე მეტი 46.2%-ი მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ მიიღეს, თუმცა გამოცემამ მიმდინარე წელს საჩემპიონო ქამრის ორჯერ დაცვისთვის უპირატესობა მერაბს მიანიჭა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა იანვარში უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, ივნისსში კი შონ ო"მალი ვადაზე ადრე, მტკივნეული ილეთით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.