"ლივერპულის" 26 წლის ცენტრალურმა მცველმა იბრაჰიმა კონატემ "მერსესაიდელების" შეთავაზება ახალ კონტრაქტზე დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს მისი ყოფილი თანაგუნდელის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის მსგავსად მადრიდის "რეალში" თამაში სურს და კონტრაქტს "ლივერპულთან" ამ მიზეზის გამო არ ახანგრძლივებს. საქმე ისაა, რომ კონატეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
შეგახსენებთ, რომ კონატე "ლივერპულის" ღირსებას 2021 წლის ზაფხულიდან იცავს, მან გასულ სეზონში 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.