ფეხბურთი

17:21 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუსიალა ტრავმაზე: " არავინაა დამნაშავე, ასეთი რაღაცები ხდება"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ჯამალ მუსიალამ ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მან თქვა, რომ არავინაა დამნაშავე იმაში, რომ დაზიანება მიიღო. ცხადია, ჯანლუიჯი დონარუმა იგულისხმა, რომელიც ტრავმაში მაგალითად, მუსიალას თანაგუნდელმა მანუელ ნოიერმა დაადანაშაულა.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის მართლაც ბევრს ნიშნავს. სასიამოვნოა, რომ ასეთ დროს საფეხბურთო სამყარო ერთიანდება, ამას ძალიან ვაფასებ. ოპერაცია კარგად ჩაიარა, კარგ ხელში ვარ. მინდა ვთქვა, რომ არავინაა დამნაშავე. ასეთი რაღაცეები ხდება. ახლა რეაბილიტაციაზე ვფიქრობ და მოუთმენლად ველი მოედანზე დაბრუნებას“, - თქვა მუსიალამ.

შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალა ფეხბურთის თამაშს დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

0.096016