ლისაბონის „სპორტინგის“ ახალწვეული გიორგი ქოჩორაშვილი ჯერჯერობით, გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს.
ქართველ ფეხბურთელს ჯერ კიდევ აწუხებს დაზიანება, რომელიც გასული სეზონის ბოლოს ჰქონდა, რის გამოც „ლევანტეს“ ბოლო მატჩებში სრული დატვირთვით ვერ თამაშობდა.
თუმცა, როგორც პორტუგალიური მედია იტყობინება, პრესეზონის პირველი მატჩებისთვის ქოჩორაშვილი გუნდს წესით დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა და პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.