ფეხბურთი

18:44 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო "უოტფორდის" პირველი ტესტ-მატჩი გამოტოვა

„უოტფორდმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პრესეზონზე პირველი მატჩიც ჩაატარა, რომელშიც „ბორემ ვუდი“ 2:0 დაამარცხა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია.

ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის ბოლოს მიიღო ტრავმა, რის გამოც, როგორც ჩანს, ჯერ სათამაშო კონდიციაში არაა. როგორც ინგლისური კლუბი იტყობინება, ფეხის თითის დაზიანების გამო გიორგიმ ვერ მიიღო სპარინგში მონაწილეობა.

ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ამხანაგურ მატჩში მისი მოედანზე შეშვება არ გარისკა, რაც ლოგიკურია.

„უოტფორდი“ პრესეზონზე კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, „უიმბლდონის“, „ლეიტონის“ და „დეპორტივოს“ წინააღმდეგ, ხოლო ჩემპიონშიფის პირველ ტურში 9 აგვისტოს, „ჩარლტონ ატლეტიკს“ ესტუმრება.

0.087243