„ლიონის“ აპელაციამ შედეგი გამოიღო! კლუბი ისევ ლიგა 1-ში ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და საბოლოოა.
ფრანგული კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ „ლიონი“ ლიგა 2-ში ვალების გამო დააქვეითა, მაგრამ კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც შედეგიანი აღმოჩნდა. DNCG-ის ახალი გადაწყვეტილების თანახმად, „ლიონი“ მომდევნო სეზონშიც უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს.
„დღევანდელი გადაწყვეტილება „ლიონში“ ნდობის აღდგენის პირველი ნაბიჯია. ახლა შეგვიძლია ყურადღება სპორტულ მიზნებზე გავამახვილოთ და სრულად მოვემზადოთ შემდეგი სეზონისთვის“, - ნათქვამია „ლომების“ ოფიციალურ განცხადებაში.
ამრიგად, გიორგი მიქაუტაძის გუნდი ისევ ლიგა 1-ში იქნება და პარალელურად, ევროპა ლიგაზეც ითამაშებს, სადაც თამაშის უფლება გასული სეზონის შედეგების მიხედვით მოიპოვა.
მიქაუტაძის ტრანსფერზე ძალიან ბევრს წერდნენ, თუმცა, ახლა, როცა კლუბმა პრობლემები უკან მოიტოვა, რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები და დატოვებს თუ არა ის კლუბს. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში გიორგი მიქაუტაძე 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა.