ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრიესტეს ჩელენჯერში ჩაერთო, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა.
ბასილაშვილი 17 წლის ჩეხს და რეიტინგის 501-ე ნომერ მაქსიმ მირვასთან სამ სეტში ვერაფერს გახდა და წააგო.
ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, მაგრამ შემდეგ მეტოქემ უშეცდომოდ ითამაშა, მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო და ჩეხმა სეტებში 6:2, 6:0 იმარჯვა, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ამჟამად 126-ე ადგილზეა.