ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი კარლოს ტევესი „ტალერესის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ტევესს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, აქამდე მხოლოდ ორ კლუბში უმუშავია - „როსარიო სენტრალსა“ და „ინდეპენდიენტეში“.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესმა საფეხბურთო კარიერა 2021 წელს „ბოკა ხუნიორსსი“ დაასრულა.