„ვილიარეალის“ ფორვარდი ტიერნო ბარი კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
22 წლის ფრანგის გადაბირება ინგლისურ კლუბს 35 მილიონი ევრო დაუჯდა. მან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
ბარის „სოშოში“, „ბევერენში“, „ბაზელსა“ და „ვილიარეალში“ უთამაშია, რომლის მაისურით გასულ სეზონში 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა. საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში ბარის 8 თამაშში 1 გოლი გაუტანია, სულ ახლახან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წინააღმდეგ 102-ე წუთზე, გამარჯვების გოლი.