მადრიდის „ატლეტიკო“ ანხელ კორეამ დატოვა და კარიერას მექსიკაში გააგრძელებს. 30 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი „ტიგრესთან“ გააფორმა.
კორეა „ატლეტიკოს“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 469 მატჩში 88 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში, „სან ლორენსოს“ წევრი იყო.
კორეამ „როხიბლანკოს“ შემადგენლობაში ლა ლიგა, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.