ფეხბურთი

2:26 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ეს თამაში მომავლისთვის სასარგებლო უნდა იყოს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მძიმე მარცხის (0:4) შემდეგ ისაუბრა.

„თამაში უნდა გავაანალიზოთ. ბევრს ვმუშაობთ და ასე დაწყება ყველაფერს ართულებს. 9 წუთის შემდეგ უკვე 0:2-ს ვაგებდით ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“. ახლა უნდა დავრჩეთ ისეთივე კონცენტრირებული, როგორიც მეორე ტაიმში ვიყავით, როცა უკეთ ვითამაშეთ. ეს მომავლისთვის სასარგებლო უნდა იყოს. პსჟ შესანიშნავ დონეზეა, ეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც აჩვენა და ახლა მსოფლიო ჩემპიონატზეც, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ კარგ ფორმაში არიან.

ამჟამად განწყობა არც ისე კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ რაღაცები გამოვასწოროთ. არ ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ცუდად მიდის, არამედ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი. მბაპე და ვინისიუსი? ძნელია ინდივიდუალურად ფეხბურთელებზე საუბარი“, - აღნიშნა ჩაბი ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 13 ივლისს გაიმართება, რომელშიც პსჟ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090611