ფეხბურთი

3:26 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დი მარციო: "ატალანტა" რეტეგის შემცვლელად მიქაუტაძესაც განიხილავს

„ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კიდევ ერთ კლუბს დაუკავშირეს - ბერგამოს „ატალანტას“.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ატალანტა“ მატეო რეტეგის შემცვლელს ეძებს, რომელიც კარიერას 60 მილიონ ევროდ „ალ ქადსიას“ რიგებში გააგრძელებს. ცნობილი ჟურნალისტის ცნობით, ბერგამოელთა სიაში „უდინეზეს“ ფორვარდი ლორენცო ლუკა პირველია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ლუკას შეძენა „ნაპოლისაც“ სურს, რომელსაც უდინელებთან სიტყვიერი შეთანხმებული მიღწეული აქვს.

ალტერნატიული გეგმაა „ბრაიტონიდან“ ევან ფერგიუსონი და „ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძე. თუმცა, უფრო დეტალურად დი მარციო ამ ეტაპზე არაფერს იტყობინება.

„ლიონიდან“ მიქაუტაძის წასვლაზე ბევრი საუბარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც კლუბმა ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება შეძლო, ძნელი სათქმელია, რამდენად დათანხმება „ლიონი“ მის გაყიდვას.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის მაისურით 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088992