ფეხბურთი

10:26 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ განაახლა კლუბის რეკორდი სეზონში გამარჯვებების რაოდენობით

ფრანგულმა პსჟ-მ ესპანური მადრიდის „რეალი“ 2025 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში 4:0 დაამარცხა. ამრიგად, ლუის ენრიკეს გუნდმა განაახლა კლუბის რეკორდი ერთ სეზონში გამარჯვებების რაოდენობით. ამის შესახებ Opta Jeen იტყობინება.

წყაროს ცნობით, პარიზელებმა 2024/2025 წლების სეზონის დაწყებიდან 64 მატჩში 49-ე გამარჯვება მოიპოვეს ყველა შეჯიბრში, რაც კლუბისთვის საუკეთესო შედეგია. მანამდე, მიმდინარე სეზონის წინ, გამარჯვებების ყველაზე მეტი რაოდენობა 2015/2016 წლების სეზონში ჰქონდათ. მაშინ ფრანგულმა გიგანტმა ლორან ბლანის ხელმძღვანელობით 59 მატჩში 47-ჯერ გაიმარჯვა.

ყველაზე მეტჯერ პსჟ-მ ლიგა 1-ში გაიმარჯვა (26). შემდეგ მოდის ჩემპიონთა ლიგა (11), საფრანგეთის თასი (6), კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი (5) და საფრანგეთის სუპერთასი (1).

თეგებიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101735