ფეხბურთი

11:07 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ ახსნა, თუ რატომ არ შეიძლება მისი პსჟ-ს შედარება ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალთან“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა კითხვას, თუ რა აკლია მადრიდის „რეალს“ ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით, 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პირისპირ შეხვედრის შემდეგ. მატჩი ფრანგული კლუბის სასარგებლოდ ანგარიშით 4:0 დასრულდა.

„ჩაბის უბრალოდ სეზონისწინა ეტაპი სჭირდება. მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ალონსოს პროექტი ახლა იწყებს განვითარებას. რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? მე ორი წელია ვმუშაობ ჩვენს პროექტზე, პსჟ-ში და ალონსოს „რეალის“ ჩვენთან შედარება უბრალოდ შეუძლებელია“, - ენრიკეს სიტყვებს ციტირებს ენრიკეს სიტყვებს The Touchline | Football Coverage.

შეგახსენებთ, რომ ალონსომ მადრიდული კლუბი წლეულს მაისის ბოლოს ჩაიბარა. ამ დროისთვის, ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, სამეფო კლუბმა ექვსი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ყველა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. აქედან ოთხი მოიგო, ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169142