MLS-ის მატჩი „ნიუ ინგლენდ რევოლუშენსა“ და „ინტერ მაიამს“ შორის დასრულდა. მატჩი ფოქსბოროში, „ჟილეტის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა. „ნიუ ინგლენდ რევოლუშენისთვის“ ერთადერთი გოლი კარლეს გილმა გაიტანა.
ამგვარად, „ინტერ მაიამიმ“ MLS-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. თავის მხრივ, „ნიუ ინგლენდ რევოლუშენმა“ მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა (ოთხი მარცხი და ერთი ფრე).
„ინტერ მაიამი“ შემდეგ ნეშვილს დაუპირისპირდება, ხოლო „ნიუ ინგლენდ რევოლუშენი“ – „ოსტინს.“ ორივე თამაში 13 ივლისს გაიმართება.