ფეხბურთი

12:18 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამუშმა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გატანილი გოლი დიოგუ ჟოტას მიუძღვნა

პსჟ-ს თავდამსხმელმა გონსალუ რამუშმა განმარტა, თუ რატომ აღნიშნა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალის“ კარში გატანილი გოლი (4:0) დიოგუ ჟოტას სტილში.

„უბრალოდ მინდოდა გოლის გატანა ჩემი მეგობრის პატივსაცემად აღმენიშნა“, - თქვა რამუშმა თამაშის შემდეგ.

შეგახსენებთ, „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დიოგუ ჟოტა 3 ივლისს უმცროს ძმასთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკასტროფაში.

ტურნირის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწება.

0.097309