ფეხბურთი

12:55 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიან რუისმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გატანილ დუბლზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლაზე ისაუბრა. გუშინ, 9 ივლისს, ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ ესპანური მადრიდის „რეალი“ 4:0 დაამარცხა. რუისმა დუბლი შეასრულა.

„ვცდილობ გუნდს დავეხმარო. მიხარია, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი გოლი გავიტანე. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია, გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი მთხოვს და ძალიან გამიმართლა, რომ ამ კლუბში თამაში შემიძლია. ახლა გვინდა, ტურნირი საუკეთესოდ დავასრულოთ და კიდევ ერთი ჯილდო მოვიგოთ“, - ციტირებს რუისის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ 13 ივლისს ინგლისურ „ჩელსის“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.098291