ფეხბურთი

14:51 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მცირე წინსვლა ფიფას რეიტინგში

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა წინსვლა ერთი საფეხურით განიცადა.

ფარერებთან (1:0) და კაბო ვერდესთან (1:1) ამხანაგური მატჩებით რეიტინგში საქართველოს 2.18 ქულა შეემატა, რითაც 67-ე ადგილზე აღზევდა და ალბანეთის ნაკრებს გაუსწრო.

...65. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1379.86 ქულა

66. ჰონდურასი - 1379.84

67. საქართველო - 1375.23

68. ალბანეთი - 1373.15

69. ფინეთი - 1371.55

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს მეტოქეებიდან, ესპანეთი მეორე ადგილზეა ფიფას რეიტინგში, თურქეთი 27-ე პოზიციას იკავებს, ხოლო ბულგარეთის ნაკრები 84-ეა.

მოწინავე ათეულში რამდენიმე ცვლილებაა: მაგალითად, პორტუგალიამ და ნიდერლანდებმა ადგილები გაცვალეს, ორი საფეხურით დაქვეითდა და ათეულში აღარაა იტალია, რომელსაც გერმანიამ და ხორვატიამ გაუსწრეს. თუმცა, ლიდერი უცვლელია - ისევ არგენტინა.

1. არგენტინა - 1885.36 ქულა

2. ესპანეთი - 1867.09

3. საფრანგეთი - 1862.03

4. ინგლისი - 1813.32

5. ბრაზილია - 1777.69

6. პორტუგალია - 1770.53

7. ნიდერლანდები - 1758.18

8. ბელგია - 1736.38

9. გერმანია - 1716.98

10. ხორვატია - 1707.51

ფიფას რეიტინგი სრულად...

ფიფა რეიტინგს 18 სექტემბერს, მორიგი სანაკრებო პაუზის შემდეგ განაახლებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.133098
სარეკლამო ადგილი - 99
X x X