პორნოვარსკვლავ ლიზა ენისა და მალელი ფეხბურელის მამადუ დიარეს ტრფიალის ამბავი პორნოინდუსტრიისა და სპორტის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ნახევრადფარულ ისტორიად დარჩა. ეს ის დროა (2014 წელი), როდესაც ლიზა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნოვარსკვლავია და განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ თამაშობდა ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის — სარა პეილინის პორნო-პაროდიებს.
ლიზა ენმა ერთ-ერთ „იუთუბ-პოდკასტში“ და მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც ("The Life") აღიარა, რომ მას ჰქონდა ურთიერთობა რამდენიმე სპორტსმენთან. თუმცა მაშინ სახელებს პირდაპირ არ ასახელებდა. ახლახანს კი ერთ-ერთ ინტერვიუში დაასახელა მამადუ დიარე, როგორც მისი ერთ-ერთი "რომანტიკული პარტნიორი". ლიზამ ისიც გაიხსენა, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა სექს-შეხვედრები "ძალიან ველური და არაორდინარული" იყოო.
როგორც გაირკვა, მათი გაცნობა ლოს-ანჯელესში მოხდა, სადაც ლიზა ენი ხშირად დადიოდა ღამის კლუბებში ან VIP წვეულებებზე, სადაც ცნობილი სპორტსმენებიც დადიოდნენ და ასეთ ადგილებში ურთიერთობები ხშირად ძალიან სწრაფად და უცნაურად ყალიბდება.