ფეხბურთი

18:55 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად: სავარაუდოდ, სერია A-ს მატჩი იტალიის საზღვრებს მიღმა ჩატარდება

პირველად ისტორიაში, ევროპული ლიგის მატჩი ევროპის მიღმა ჩატარდება. როგორც იტალიური მედია იტყობინება, დიდი ალბათობით, სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრა „მილანსა“ და „კომოს“ შორის, არა „სან სიროზე“, არამედ ავსტრალიის ქალაქ პერთში გაიმართება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, თუმცა ჯერ ინფორმაციის გაოფიციალურებამდე კიდევ ოთხი მწვანე შუქია საჭირო: ფიფასგან, უეფასგან, ავსტრალიის ფეხბურთის ასოციაციისა და ოკეანეთის კონფედერაციისგან.

მატჩი 2026 წლის 7 თებერვალს უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ 6 თებერვალს, „სან სიროზე“ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაა დაგეგმილი, რომლის მასპინძელი მილანი-კორტინაა. ამიტომაც, შეარჩიეს „მილანი“ – „კომოს“ მატჩი.

რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სერია A-ს მატჩი იტალიის ფარგლებს მიღმა გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103291