მადრიდის „რეალი“ და როდრიგო ბრაზილიელი ფეხბურთელის მომავალს მომდევნო კვირიდან განიხილავენ.
ყველაფერი როდრიგოზე იქნება დამოკიდებული, რადგან „რეალი“ მზადაა ფეხბურთელი გაუშვას, თუ ის წასვლას გადაწყვეტს. საბოლოო არჩევანი ახალგაზრდა შემტევზეა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკელი „სამეფო კლუბის“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო ხუთ შეხვედრაში ვერ მოხვდა.
„როდრიგო ტექნიკური გადაწყვეტილებების გამო არ გამოვიყენე. ვფიქრობდით, რომ სხვა მოთამაშეებით უკეთესი იქნებოდა. ეს გადაწყვეტილება მის მომავალს არ ეხება“, - თქვა პსჟ-სთან თამაშის შემდეგ ჩაბი ალონსომ.
როდრიგო "ალ-ნასრსს" დაუკავშირეს, მაგრამ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ის საუდის არაბეთში წასვლას არ აპირებს და ევროპაში დარჩენაზეა ორიენტირებული.
„რეალიდან“ 24 წლის ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია ბოლო დღეებში ხშირად ვრცელდება. როდრიგო მადრიდულ გრანდში 2019 წლიდან თამაშობს და 270 მატჩში 68 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის სამშობლოში, „სანტოსის“ მაისურით თამაშობდა.