ფეხბურთი

19:55 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩირო იმობილე სერია A-ში დაბრუნდა

ვეტერანი იტალიელი ფორვარდი ჩირო იმობილე სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას "ბოლონიაში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

იმობილემ იტალიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით, ხოლო მისი ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება.

ჩირო იმობილემ გასულ სეზონში „ბეშიქთაშის“ მაისურით 41 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მას კარიერის საუკეთესო წლები „ლაციოში“ ჰქონდა, სადაც 340 შეხვედრაში თავი 207 გოლით გამოიჩინა. თავის დროზე „იუვენტუსში“, „პესკარაში“, „ჯენოაში“, „ტორინოში“, „სევილიასა“ და „დორტმუნდშიც“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.092472