ფეხბურთი

20:32 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტეო ერნანდესი საუდის არაბეთში ითამაშებს

უკვე ოფიციალურად: ტეო ერნანდესი "ალ-ჰილალის" ფეხბურთელია. ფრანგმა მცველმა პარიზში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბმაც ტრანსფერი დაადასტურა.

ტეოს სანაცვლოდ „მილანმა“ 25 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ფეხბურთელმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ერთი წლით განახლების ვარიანტით. სეზონში მისი ხელფასი 22 მილიონი ევრო იქნება.

ტეოს „მილანთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურებოდა, რომლის განახლებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ამიტომაც, „მილანს“ მისი გაყიდვა მხოლოდ 25 მილიონად მოუწია, რადგან კლუბის გეგმებში აღარ შედიოდა.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 262 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია, ხოლო 45-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე ის „რეალის“, „ალავესის“ და „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089912