ფეხბურთი

21:56 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

იონსენის და შიმიჩის დუბლებით "ტორპედომ" "ორდაბასისთან" დააქამბექა

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ყაზახურ „ორდაბასის“ შინ დაუპირისპირდა, რომელიც 4:3 დაამარცხა. თუმცა რა თქმა უნდა, გადამწყვეტი საპასუხო შეხვედრა იქნება.

მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელშიც „ტორპედოს“ დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომები ძვირად დაუჯდა. თავიდან ყაზახები აკონტროლებდნენ თამაშს, დირკ შუსტერის გუნდს ბევრი არაფერი გამოსდიოდა. თუმცა, 30-ე წუთზე ქუთაისელები სწრაფი იერიშის შედეგად მაინც დაწინაურდნენ. ფელიპე პირესის პასით ბიორნ იონსენმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.

თუმცა, გოლმა „ტორპედოზე“ კარგი ეფექტი ვერ იქონია, მეტიც, 5 წუთის შემდეგ უკვე აგებდა. ჯერ მიჰაი კაპატინამ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ ყაზახთა ქართველმა ლეგიონერმა ლუკა იმნაძემ „ორდაბასი“ დააწინაურა. მასპინძლებმა ტაიმი მაინც არ წააგეს, ხორვატმა მცველმა მატეი შიმიჩმა ახლო მანძილიდან გაიტანა და 2:2.

მეორე ნახევარშიც დაახლოებით მსგავსი სცენარით გაგრძელდა თამაში. ჯერ კვლავ „ორდაბასიმ“ გაიტანა, თავი საგადატ ტურსინბაიმ გამოიჩინა და ყაზახები მეორედ დააწინაურა, რასაც 10 წუთში იონსენმა უპასუხა. ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა, ორივე გოლი პირესის პასით გაიტანა.

მატჩის ბოლო წუთებში უპირატესობას „ტორპედო“ ფლობდა, მწვავედ უტევდა, გაცილებით გააზრებულად თამაშობდა, ვიდრე მანამდე. აქტიურობამ შედეგიც გამოიღო, ბოლო, მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ცენტრალურმა მცველმა შიმიჩმა დუბლი შეასრულა. იმერელთა ხორვატმა ახალწვეულმაც დუბლი შეასრულა, ორივე გოლი მან კუთხურის შემდეგ, ორჯერვე ვლადიმერ მამუჩაშვილის პასით გაიტანა.

მატჩიც ასე დასრულდა, „ტორპედომ“ 4:3 მოიგო. ერთ კვირაში საპასუხო მატჩია, რომელიც ყაზახეში გაიმართება.

„ტორპედო“ – „ორდაბასი“ 4:3 (2:2)

გოლები: 1:0 იონსენი (30), 1:1 კაპატინა (32), 1:2 იმნაძე (35), 2:2 შიმიჩი (45), 2:3 კაპატინა (69), 3:3 იონსენი (79), 4:3 შიმიჩი (90)

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099868