ჩოგბურთი

23:30 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონზე ქალებში ფინალისტები გაირკვა

უიმბლდონზე ქალთა შორის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გაირკვა.

რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა ფინალს მიღმა დარჩა, რადგან ამერიკელ ამანდა ანისიმოვასთან დამარცხდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და 2 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. სამივე სეტში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 6:4. თუმცა, ამ სამი სეტიდან ორი ანისიმოვამ მოიგო, ერთი საბალენკამ.

ამანდა ანისიმოვა ფინალში იგა სვიატეკს შეხვდება, რომელმაც მოლოდინისამებრ შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი დაამარცხა. აქ ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა, ყველაფერი საათსა და 12 წუთში გაირკვა. პოლონელმა მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო და საბოლოოდ, 6:2, 6:0 გაიმარჯვა.

უიმბლდონის ფინალში 12 ივლისს, ანისიმოვა და სვიატეკი დაუპირისპირდებიან.

თეგებიუიმბლდონი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094042