ქუთაისის "ტორპედოს" მცველმა მატეი შიმიჩმა "ორდაბასისთან" მატჩის (4:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ხორვატმა სულ მეორედ ითამაშა ქართულ გუნდში და დუბლი შეასრულა, მათ შორის, გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანა.
როგორც მან თქვა, ამას ვერც წარმოიდგენდა, მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებში:
“დუბლი, გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთზე… ასეთ სცენარს დღემდე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი. მადლობა ქუთაისს: გუნდმა, ქალაქმა, ყველამ კარგად მიმიღო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი შემდეგი მიზანი? შესაძლოა ჰეთ-თრიკი, ვნახოთ", - აღნიშნა შიმიჩმა.
შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" საპასუხო მატჩში "ორდაბასის" სტუმრად, 17 ივლისს დაუპირისპირდება.