ფეხბურთი

1:34 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მწვრთნელი: "რთული მატჩი იყო, დარწმუნებული ვარ, უკეთ თამაში შეგვიძლია"

გორის „დილას“ მწვრთნელმა დიეგო ლონგომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად „რასინგთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„რთული თამაში იყო. ეს გახლდათ ჩვენი პირველი თამაში კონფერენს ლიგაზე. 2:1 მოვიგეთ, რაც კარგია, მაგრამ გვჯერა, რომ ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. საპასუხო მატჩში შინ უკეთ თამაშს შევძლებთ, დადებითად ვარ განწყობილი.

დიდი მადლობა ჩემ ბიჭებს, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ არ დანებდნენ და გამოავლინეს მაქსიმალური ბრძოლის უნარიანობა, რაც დაგვეხმარა ამ თამაშის ჩვენ სასარგებლოდ დასრულებაში“, - თქვა ლონგომ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 17 ივლისს, გორში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.148956
სარეკლამო ადგილი - 99
X x X