ფეხბურთი

1:59 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორდაბასის" მწვრთნელი: "გულშემატკივარს ალბათ მატჩი მოეწონა, მაგრამ მწვრთნელებს - არა"

ყაზახური „ორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი მარტინმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მარცხის (3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ორი თანაბარი ძალის გუნდი ერთმანეთს ადრეულ ეტაპზე შეხვდა. როგორც ყოველთვის ვამბობ, შანსი 50-50-ზეა. ყველაფერს დეტალები წყვეტს - როგორც დღეს ნახეთ. ანგარიში სხვადასხვაგვარად განვითარდა: ხან მასპინძლები იგებდნენ, ხან ჩვენ. სტანდარტულმა სიტუაციებმა ბევრი რამ გადაწყვიტა, რადგან ორი გოლი „ტორპედომ“ სტანდარტულიდან გაიტანა, ჩვენ ერთი.

გულშემატკივრებს ალბათ მატჩი მოეწონათ, მაგრამ მწვრთნელებს ნაკლებად, რადგან ორივე გუნდმა ბევრი გოლი გაუშვა, რაც მწვრთნელების კარგი არაა. სხვა მხრივ, კარგი თამაში იყო, ღირსეული მეტოქე გვყავდა. ახლა საპასუხო მატჩს ველოდებით, სადაც გაირკვევა, ვინ იმსახურებს მომდევნო ეტაპზე გასვლას“, - თქვა მარტინმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 17 ივლისს, ყაზახეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168342