ფეხბურთი

1:05 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია ჯგუფიდან ბოლო წუთზე გოლით გავიდა

ქალთა ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და გაირკვა, რომ მასპინძელი შვეიცარია მეოთხედფინალში ითამაშებს.

შვეიცარიას ფინეთთან მინიმუმ ფრე სჭირდებოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს გაუშვა და ძალიან ახლოს იყო ჯგუფში ჩარჩენასთან. თუმცა, შვეიცარიელებმა 93-ე წუთზე გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს - 1:1.

პარალელურად, უმოტივაციო მატჩში ნორვეგიამ ისლანდია 4:3 დაამარცხა და ჯგუფიდან უდანაკარგოდ გავიდა.

ნორვეგიამ 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, შვეიცარიამ 4 ქულით მეორე და ბურთების ბალანსით აჯობა ფინეთს, ხოლო ისლანდია უქულოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093164