ამ რუბრიკის მოყვარულებმა ვიარეთ, ვიარეთ და გვატემალამდეც ჩავედით, სადაც ულამაზესი მოდელი ვირჯინია არგუეტა დაგვხვდა, რომელიც 2016 წელს უამრავი ქალისთვის საოცნებო ტიტულის, „მის სამყაროს“ მფლობელი იყო. მანამდე კი საკუთარს სამშობლოში გადარია ყველა და „მის გვატემალას“ ტიტული ისევე უპრობლემოდ მოიპოვა, როგორც 60-იანი წლების მადრიდის “რეალმა“ ჩემპიონთა თასები.
31 წლის ვირჯინიას მისი სილამაზით გახელებული არაერთი კავალერი პირდებოდა ბედნიერ ცხოვრებას და მუდამ ჭრაჭუნა სარეცელს, მაგრამ გვატემალელი ასული სამოდელო საქმის ერთგული და გაუთხოვრობის აღთქმის ჭეშმარიტი დამცვლი გამოდგა, რამაც მოტრფიალენი კი მოუმრავლა, თუმცა ქმრის ტიტულს ჯერ ვერავინ ეღირსა.
ვირჯინია არგუეტას ქმრობის მსურველთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდა გვატემალას საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი და ყოფილი კაპიტანი ხოსე მარია კონტრერასი, რომელმაც საჯაროდაც კი განაცხადა, ეს გოგო მიყვარს და ჩემი უნდა გახდესო, მაგრამ ქალისგან ისეთ ცინიკური პასუხები მიიღო, იძულებული გახდა ამოღებული „სიყვარულის მახვილი“ ქარქაშში ჩაეგო და ამღვრეული თვალები სხვა გზით დაეწმინდა.