UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში სურათს აქვეყნებს, სადაც ორგანიზაციის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურასთან ჰანტერ კემპბელს შეხვდა, რომელიც UFC-ში მნიშვნელოვანი ორთაბრძოლების ორგანიზატორია. როგორც ქართველი მებრძოლი წერს, მას ბრძოლის გამართვა რაც შეიძლება მალე სურს და ეს ყველაფერი უფროსს განუცხადა.
"შესანიშნავი ვახშამი ბოსთან ერთად, მას ვუთხარი, რომ რაც შეიძლება მალე მსურს ბრძოლის გამართვა. ყურადღებით იყავით." - დაწერა მერაბმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რომ ქართველმა "მანქანამ" არაერთხელ განაცხადა, რომ უნდა იყოს აქტიური მებრძოლი და მიმდინარე წელს მინიმუმ 4 ბრძოლის გამართვა სურს. მერაბმა 2024 წელს ორი ბრძოლა უკვე ჩაატარა, იანვარში ჯერ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა საჩემპიონო ქამარი, ხოლო ივნისსში შონ ო'მალის წინააღმდეგ.