ფეხბურთი

11:50 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლეანდრო პარედესი "ბოკას" ფეხბურთელია

31 წლის ლეანდრო პარედესი კარიერას მშობლიურ კლუბ "ბოკა ხუნიორსში" გააგრძელებს, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა და არგენტინელი ფეხბურთელის პრეზენტაციაც შედგა, რომელსაც ლეგენდარულ "ბომბონერაზე" 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

პარედესსა და "ბოკას" შორის 3.5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და კლუბში 2028 წლის ბოლომდე დარჩება.

ცნობისთვის, ლეანდრო პარედესი "ბოკას" აღზრდილია, მან 2010-2013 წლებში არგენტინული კლუბის მაისურით 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლით გამოიჩინა.

პარედესმა გასულ სეზონში "რომას" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 44 მატჩში ითამაშა და 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099162