მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო გუნდის წამყვან ფეხბურთელებს უახლოეს დღეებში შეხვდება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი განსაკუთრებით კილიან მბაპეს და ვინისიუს ჟუნიორის თამაშითაა უკმაყოფილო და სურს გაიგოს თუ რა გეგმები აქვთ კლუბთან მიმართებაში. ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი ინერტული თამაშით, რადგან ისინი დაცვითი სამუშაოს ფაქტობრივად არ ასრულებენ, არ ეხმარებიან თანაგუნდელებს, რაც კოლექტიურობას არღვევს. როგორც ესპანური გამოცემა წერს, ალონსოს კლუბის მენეჯმენტის მხრიდან სრული თანადგომა აქვს და მის ყველა გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ.
გავრცელებული ცნობით, "რეალი" მზადაა გაუშვას ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის არ ითამაშებს და შეხვედრაზე ჩაბი ალონსო სწორედ ამის გარკვევას აპირებს. სატრანსფერო ფანჯარა სექტემბრის დასაწყისამდე ღიაა და ვისაც გუნდიდან წასვლა სურს უნდა წავიდეს, ასეთია მადრიდული კლუბის პოზიცია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "რეალი" "პარი სენ-ჟერმენთან 0:4 განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა.