"ფოთის კოლხეთისა" და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემტევის გიორგი აბუაშვილის ტრანსფერით "სენტ-ეტიენის" შემდეგ ლიგა 2-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი "გენგამი" დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ.
აბუაშვილის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება „ლე ტელეგრამის“ ჟურნალისტი მატიე იუესი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატებასთან "გენგამი" უფრო ახლოსაა.
"ეს დიდი იმედგაცრუება იქნება "სენტ-ეტიენისთვის", რომელიც აბუაშვილს ყურადღებით აკვირდებოდა და ზურიკო დავითაშვილის შემცვლელად მოიაზრებდა. ეს ჩაშლილი ტრანსფერი ხაზს უსვამს იმ გაურკვევლობის ზღვარს, რომელსაც „სენტ-ეტიენი“ თავის გუნდში არსებული გარკვეული მოთამაშეების მიმართ აწყდება. აბუაშვილისთვის, „გენგამი“ ფრანგული ფეხბურთისკენ უფრო კონკრეტულ გზას წარმოადგენს, სპორტული და ადაპტაციის გარანტიებით, რომელთა შეთავაზებაც „სენტ-ეტიენს“ დროულად არ შეეძლო. იმედია, რომ ეს წარუმატებლობა „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობის ამბიციას არ შეამცირებს. რადგან, აბუაშვილის მსგავსად, არსებობენ სხვა, ნაკლებად ცნობილი ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდის გაძლიერება შეუძლიათ." - წერს იუესი.
შეგახსენებთ, რომ აბუაშვილი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, მან გასულ სეზონში "ფოთის კოლხეთის" მაისურით 18 თამაშში 8 გოლი გაიტანა.