სხვა

15:10 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ჯონსმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად ემზადება

UFC-ის მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ჯონ ჯონსი დასაბრუნებლად ემზადება. მისი განცხადების მიხედვით, თეთრ სახლში გასამართი ღონისძიებისთვის ვარჯიში განაახლა.

"როდესაც დონალდ ტრამპმა ამ ინფორმაციის შესახებ გამოაცხადა, იმ დღესვე დავრეკე UFC-ში. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ ვარჯიშს დავუბრუნდი. თეთრ სახლში ჩხუბის ჩატარების შესაძლებლობა სისხლს მიდუღებს. არ მაინტერესებს იმ ღამეს ვის წინააღმდეგ მომიწევს ჩხუბი, რადგან ვიპოვე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ვიბრძოლო. არსებობს რარაცეები, რაც ფულზე მეტია." - წერს სოციალურ ქსელში ჯონსი.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა დაანონსა, რომ შესაძლოა UFC-ის ღონისძიება 2026 წლეს თეთრ სახლში გაიმართოს, რომელსაც დაახლოებით 25 000 გულშემატკივარი დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა სპორტიდან წასვლის შესახებ ცოტა ხნის წინ გვაუწყა და მისი საჩემპიონო ქამარი ტომ ასპინალს გადეცა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09073
სარეკლამო ადგილი - 99
X x X