ფეხბურთი

16:26 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ასენსიო მზადაა კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს

"პარი სენ-ჟერმენის" 29 წლის ფეხბურთელი მარკო ასენსიო მზადაა კარიერა თურქეთის სუპერლიგაში, კონკრეტულად კი "ფენერბაჰჩეში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ასენსიომ თურქულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ესპანელ ფეხბურთელს ჟოზე მოურინოს პროექტი ძალიან მოსწონს და სურვილი აქვს მისი ნაწილი გახდეს. ახლა ყველაფერი "პარი სენ-ჟერმენზეა" დამოკიდებული და ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ასენსიო პსჟ-ს საკუთრებაა და პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ესპანელმა ფეხბურთელმა 2024-2025 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით "ასტონ ვილაში" გაატარა. ასენსიომ პრემიერლიგის ეგიდით გამართულ 13 შეხვედრაში თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087899