პსვ ეინდჰოვენმა ნიჭიერი შემტევი რუბენ ვან ბომელი დაიმატა, რომელიც წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, მარკ ვან ბომელის ვაჟია.
პსვ-მ „ალკმაარს“ 15 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსებიც დაემატება და ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. უმცროსი ვან ბომელი პსვ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
რუბენ ვან ბომელი პსვ-ს აკადემიაში 2013-2020 წლებში ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ „ალკმაარში“ გადავიდა, სადაც 73 მატჩში 14 გოლი გაიტანა. 20 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამასია, 21-წლამდელებში კი, 11 თამაშში 4 გოლი გაიტანა.