ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ნონი მადუეკე კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს. ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.
23 წლის შემტევის სანაცვლოდ „არსენალი“ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. ფეხბურთელი „მეთოფეებთან“ უკვე რამდენიმე დღეა შეთანხმებულია, ახლა კი, კლუბებს შორის შედგა შეთანხმება.
ნონი მადუეკე „ჩელსიში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 92 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მანამდე ის, პსვ ეინდჰოვენის წევრი იყო, ხოლო ინგლისის ნაკრებში 7 უგოლო შეხვედრა აქვს ჩატარებული.